Vacancies

Current vacancies in production

BiuBiu Logo

Consultant

შპს ,,ბიუ ბიუ პლიუსი", შპს ,,ჩირინას" ახალი ხორცპროდუქტების დისტრიბუტორი კომპანია, რომელმაც გახსნა ახალი მაღაზიათა ქსელი, სახელწოდებით - ,,ბიუმარტი" ეძებს გამყიდველ-კონსულტანტებს, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად იზრუნებენ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებზე. მიზანი ჯანსაღი ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე საერთო ორგანიზაციული წარმატების მიღწევაა.

რატომ ჩვენ? რას გთავაზობთ:

  • ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი;
  • პროფესიული ტრენინგები;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • საბონუსე სისტემა;
  • გუნდურობის წამახალისებელი ღონისძიებები;
  • თანამშრომლებზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურა.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის მიღება, დალაგება, აღრიცხვა;
  • კლიენტების მომსახურება;
  • სალარო ოპერაციების წარმოება;
  • ობიექტის სისუფთავის უზრუნველყოფა.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
  • ქართულ ენაზე გამართულად საუბრის უნარი. ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასურველია, თუმცა არა სავალდებულო;
  • ანალიტიკური აზროვნება.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • აქტიურობა და სისწრაფე.
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • ცვლილებებთან სწრაფი ადაპტირების უნარი.

ანაზღაურება: 850 ლარი 15 დღეში პლუს ბონუსები

სამუშაო განრიგი: 9:00-20:30

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე - 500 70 00 70.