წარმოება

ქართული პროდუქტი - ევროპული სტანდარტები!

„ბიუ ბიუს ხორცპროდუქტების სამყარო“ პირველი ხორცის დამუშავების საწარმოა საქართველოში, რომელსაც საკუთარი წარმოების ნედლეულის ბაზა გააჩნია და აწარმოებს ხორცპროდუქტებს ახალი, ნედლი ქათმის ხორცისგან. 

ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ახალი საწარმო მაღალი დონის სტანდარტების და ხარისხის მქონე წარმოებაა და გარდაბნის რაიონში, სართიჭალაში მდებარეობს.  

Chirina Link

კომპანია “ჩირინას” პროექტი

საწარმო 2600 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და დამხმარე შენობებთან ერთად მთლიანობაში 3 
ჰექტარამდე მიწის ფართობს მოიცავს.


პროექტი საქართველოს ბანკის, EBRD-ის და სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ 10 მილიონი ლარის თანადაფინანსებით განხორციელდა. საწარმოს ჯამური ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი ლარია.

ხორცპროდუქტების საწარმო

საწარმოს შენობის დიზაინზე მუშაობდა საპროექტო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი, ავსტრიული კომპანია „Foodfab”-ი.


ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო აღჭურვილია უახლესი მოდელის დანადგარ - ხელსაწყოებით, რომელთა უმეტესობა შეძენილია წამყვანი ევროპული კომპანიებისგან, როგორებიცაა: Schröter, GEA, Seydelmann, Rex, Henneken, Alco, Multivac და სხვა.

ხორცპროდუქტების საწარმოს აქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ მომხმარებელს გამორჩეული გემოვნური თვისებებისა და ჯანსაღი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი შესთავაზოს.

FSSC 22000 ხარისხის და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკატი

კომპანია არის სურსათის უვნებლობის გლობალური ინიციატივის მიერ აღიარებული სასერტიფიკაციო სქემის FSSC 22000-ის ხარისხის და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკატის მფლობელი.

FSSC არის გლობალური კომპლექსური სასერტიფიკაციო სქემა, რომელიც შედგება რამოდენიმე სტანდარტის მოთხოვნებისაგან. მათ შორის, სრულად მოიცავს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემას, ISO 22000:2018-ს, პრერეკვიზიტულ პროგრამებს ISO/TS 22002-1:2009 სტანდარტის მიხედვით და FSSC-ის დამატებით მოთხოვნებს.

FSSC სერთიფიკატი საერთაშორისოდ არის აღიარებული სურსათის უვნებლობის გლობალური ინიციატივის (GFSI) მიერ და გზას უხსნის ორგანიზაციის პროდუქტს ექსპორტისთვის ყველაზე მკაცრ და მომთხოვნ ევროპულ ბაზარზე.

მსოფლიოს ლიდერი სასერტიფიკაციო ორგანოს TUV-Austria-ს მიერ გაცემული სერტიფიკატები უდასტურებს მომხმარებელს წარმოებული პროდუქტის უვნებლობას და უმაღლეს ხარისხს.

წარმოების ეტაპები

ქათმით მომარაგება

ხორცის დამუშავება

შეფუთვა

სურსათის უსაფრთხოება

ხარისხის კონტროლი

დისტრიბუცია

ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე!

ჩვენი კომპანიის მიზანია, მიუხედავად ფართო მასშტაბების წარმოებისა, ვიზრუნოთ გარემოზე. ამისათვის, კომპანიის სხვადასხვა ობიექტებზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა - მათ შორის წარმოების წყალგამწმენდი სადგური.

 

ჰოლანდიური კომპანიის Nijhuis-ის დაპროექტებით და დანადგარებით „ხორცპროდუქტების სამყაროს“ ტერიოტრიაზე მოეწყო წყალგამწმენდსადგური. სადგურში შედის ხორპროდუქტების სამყაროდან გამომავალი ნამუშევარი წყალი და ხდება ამ წყლის გაწმენდა. 

შედეგად, სადგურიდან გამომავალი წყალი, უკვე სრულიად უსაფრთხოა გარემოსთვის. გასუფთავებული წყლის ხარისხის რეგულარული ლაბორატორიული კონტროლი სუფთა გარემოს შენარჩუნების კიდევ ერთი ეტაპია.

რუკაზე ნახვა